სერვისის პირობები

წინამდებარე წესები და პირობები (შემდგომში „წესები და პირობები“) განსაზღვრავს სამართლებრივ პირობებს, რომლებიც ვრცელდება თქვენ მიერ ჩვენი ვებ-საიტის http://www.Anoukibeauty.com (შემდგომში „ვებ-საიტი“) და სხვა სერვისების გამოყენებაზე, რომლებსაც ჩვენ გთავაზობთ (შემდგომში „სერვისები“).

წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს სამართლებრივად მბოჭავ დოკუმენტს თქვენსა და შპს „გლობალ ბიუთის“ შორის, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, საიდენტიფიკაციო ნომრით: 404627007, რეგისტრირებული ოფისით: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, ივანე თარხნიშვილის ქუჩა 2, სართული 1, კომერციული ფართი 1 (შემდგომში „ანოუკი ბიუთი“, „ჩვენ“, „ჩვენს“ ან „ჩვენი“).

წინამდებარე წესები და პირობები არეგულირებს თქვენ მიერ სერვისებით, მათ შორის ვებ-საიტით, სარგებლობას , და ჩვენთან ურთიერთობას. გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ წინამდებარე წესები და პირობები და დარწმუნდეთ, რომ გესმით მათი მნიშვნელობა სერვისების გამოყენებამდე.

ჩვენი სავაჭრო სახელია "ანოუკი ბიუთი". ყოველგვარი ეჭვის თავიდან ასაცილებლად, წინამდებარე წესებისა და პირობების დოკუმენტში, ჩვენს მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში და ყველა სხვა სახელმძღვანელოსა და ინსტრუქციაში, ნებისმიერი მითითება "ანოუკიზე"-ზე ან "ანოუკი ბიუთიზე"-ზე გულისხმობს მითითებას ჩვენზე, შპს „გლობალ ბიუთიზე“ - რომელიც არის ვებ-საიტის მართვაზე პასუხისმგებელი კომპანია. ასევე, სადაც ჩვენ ვახსენებთ ტერმინს "მომხმარებელი", "თქვენ" ან "თქვენს", ჩვენ გგულისხმობთ თქვენ - პირს, რომელიც სარგებლობთ სერვისებით.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ ეთანხმებით წინამდებარე წესებისა და პირობების დოკუმენტს ჩვენი სერვისებით სარგებლობით, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, ჩვენი ვებ-საიტის და მისი ნებისმიერი ქვე-დომენის სტუმრობით, მათზე შესვლით ან მათი გამოყენებით, ისევე როგორც ჩვენთან ანგარიშის შექმნით. თუ არ ეთანხმებით მის რომელიმე პირობას, გთხოვთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ ჩვენი სერვისების გამოყენება. იგივე ეხება ჩვენს მონაცემთა დაცვის პოლიტიკას, რომელიც ხელმისაწვდომია ბმულზე: [LINK] (შემდგომში „მონაცემთა დაცვის პოლიტიკა“). ყოველგვარი ეჭვის თავიდან ასაცილებლად, მონაცემთა დაცვის პოლიტიკა წინამდებარე წესებისა და პირობების განუყოფელი ნაწილია.

ანოუკი ბიუთისთან თქვენს ურთიერთობასთან დაკავშირებით ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში ჩვენ ვრჩებით თქვენს განკარგულებაში.

1. ჩვენი სერვისების აღწერა

ჩვენ გთავაზობთ ანოუკი ბიუთის პროდუქციის შეძენას ჩვენს ვებ-საიტზე. ჩვენ ასევე გთავაზობთ დამატებით სერვისებს, როგორებიცაა პროდუქტის მიწოდების უზრუნველყოფა (პუნქტი 6) და მომხმარებელთა მომსახურების მხარდაჭერის შეთავაზება (პუნქტი 14).

2. ასაკობრივი შეზღუდვა

ჩვენი ვებ-საიტის და ჩვენი ნებისმიერი სერვისის გამოყენება აკრძალულია თვრამეტ (18) წლამდე ასაკის პირებისთვის.

თუ წარმოადგენთ თვრამეტ (18) წლამდე პირს, ჩვენი ვებ-საიტის და ჩვენი სერვისების გამოყენება შეგიძლიათ მხოლოდ მშობლის ან მეურვის ჩართულობით.

3. აკრძალული გამოყენება

თქვენ გეკისრებათ ერთპიროვნული პასუხისმგებლობა თქვენს ქმედებებზე ვებ-საიტის გამოყენებისას. თქვენ გეკრძალებათ რაიმე ქმედების განხორციელება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჩვენი სერვისების არაავტორიზებული გამოყენება, ან რაც მიზნად ისახავს ჩვენი სერვისების, მათ შორის ჩვენი ვებ-საიტის, ფუნქციონირების შეცვლას, დესტაბილიზაციას ან სხვაგვარ ხელშეშლას. 

ვებ-საიტზე გამოქვეყნებული ყველა ტექსტი, გრაფიკა და სხვა ინფორმაცია და მასალა არის ანოუკი ბიუთის საკუთრება ან იმყოფება მის კანონიერ მფლობელობაში, თუ სხვაგვარად არ არის მითითებული ვებ-საიტზე.

თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ პროდუქტები ვებ-საიტზე მხოლოდ პირადი სარგებლობისთვის და არა გადაყიდვის მიზნით. ვებ-საიტზე შეკვეთის განთავსებით თქვენ ადასტურებთ, რომ ყიდულობთ პროდუქტებს მხოლოდ პირადი სარგებლობისთვის და არა გადაყიდვის მიზნით. ჩვენი წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, თქვენ არ უნდა გაამრავლოთ, დააკოპიროთ და/ან გამოიყენოთ ვებ-საიტი ან მისი რომელიმე კონტენტი რაიმე კომერციული მიზნისთვის. ყველა ინტელექტუალური საკუთრების უფლება რჩება ანოუკი ბიუთს საკუთრებაში.

თქვენ არ გაქვთ უფლება გამოიყენოთ ვებ-საიტი ნებისმიერი აკრძალული საქმიანობისთვის, რაც შეზღუდვის გარეშე მოიცავს  ანოუკი ბიუთის სისტემებზე არაავტორიზებული წვდომის მოპოვებას, ვებ-საიტზე განთავსებული ინფორმაციის არასათანადოდ გამოყენებას, ან რაიმე ქმედებებში ჩართვას, რამაც შეიძლება პირდაპირ ან ირიბად მიაყენოს ზიანი ანოუკი ბიუთის კანონიერ ინტერესებს.

4. ვებ-საიტზე, ანგარიშზე და სხვა სერვისებზე წვდომის შეზღუდვის უფლება

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას განვახორციელოთ ნებისმიერი ქმედება, რომელსაც საჭიროდ ჩავთვლით, რათა თავიდან ავიცილოთ წინამდებარე წესებისა და პირობების ნებისმიერი დარღვევა, ჩვენი სერვისების დისკრედიტაციის ნებისმიერი მცდელობა ან ნებისმიერი სხვა ქმედება ანოუკი ბიუთის კანონიერი ინტერესების წინააღმდეგ.

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას ნებისმიერ დროს, ჩვენი სრული დისკრეციით და თქვენთვის ყოველგვარი შეტყობინების გარეშე, შევაჩეროთ, შევზღუდოთ ან შევწყვიტოთ თქვენი წვდომა ვებ-საიტზე, თქვენს ანგარიშზე ან ჩვენს ნებისმიერ მომსახურებაზე. ასეთი დისკრეციით შეიძლება ვისარგებლოთ, მათ შორის, თუ ჩავთვლით, რომ: (ა) ასეთი ქმედებები საჭიროა ამ მუხლის მიზნებისათვის; (ბ) თქვენ არღვევთ ამ წესებსა და პირობებს ან გამოსაყენებელ კანონმდებლობას; ან (გ) თქვენ შეიძლება ზიანი მიაყენოთ ანოუკი ბიუთის რეპუტაციას.

5. სიახლეების გამოწერა

ვებ-საიტზე სრულიად უფასოდ შეგიძლიათ გამოიწეროთ ჩვენი პერიოდული სიახლეები, რომელსაც მიიღებთ ელექტრონული ფოსტით.  თუ გადაწყვეტთ გამოწერას, ნებისმიერ დროს გექნებათ შესაძლებლობა, გააუქმოთ ამ მომსახურების გამოწერა. ასეთ შემთხვევაში თქვენაღარ მიიღებთ პერიოდულ სიახლეებს ან სხვა არასასურველ გამოკითხვებს პერიოდულ სიახლეებთან დაკავშირებით.

თქვენი პერსონალური მონაცემები, მათ შორის თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი, გამოყენებული იქნება მხოლოდ ელექტრონულ ფოსტაზე პერიოდული სიახლეების მიწოდებისა და მართვისთვის. პერსონალური მონაცემების დამუშავება, მათ შორის პერიოდული სიახლეების მიზნებისთვის, რეგულირდება ჩვენი მონაცემთა დაცვის პოლიტიკით.

გამოწერით თქვენ იაზრებთ და ეთანხმებით, რომ პერიოდული სიახლეების გავრცელების დროს, ჩართულობის მონიტორინგისა და პროფილური ანალიზის მიზნებისთვის, ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ ინფორმაცია ელ. ფოსტაზე მიღებული პერიოდული სიახლეების ან პერიოდული სიახლეების კონკრეტული ბმულის გახსნების რაოდენობის შესახებ.

ჩვენ ვიტოვებთ ერთპიროვნულ უფლებას, შევცვალოთ ან გავაუქმოთ პერიოდული სიახლეები, ან გაგიუქმოთ მისი გამოწერა, ნებისმიერ დროს გაფრთხილებით ან მის გარეშე, რა შემთხვევაშიც ჩვენ არ ვიქნებით პასუხისმგებელი თქვენი ან რომელიმე მესამე პირის წინაშე.

6. შეკვეთები, მიწოდება და გადახდა

6.1. ინფორმაცია და ანგარიში

თქვენ შეგიძლიათ განათავსოთ შეკვეთა ვებ-საიტზე რეგისტრაციის გარეშე (შემდგომში „სტუმრის რეჟიმი“) ან რეგისტრირებული ანგარიშით (შემდგომში „ანგარიში“).

სტუმრის რეჟიმში შეკვეთის განსათავსებელად, თქვენ მოგეთხოვებათ, მათ შორის, შემდეგი ინფორმაცის მოწოდება შეძენის დასრულებამდე : თქვენი სრული სახელი, საკონტაქტო ნომერი, ელ-ფოსტის მისამართი და – მიწოდების სერვისების არჩევისას – მიწოდების სრული მისამართი.

ვებ-საიტზე დასარეგისტრირებელად საჭიროა ანგარიშის შექმნა, რისთვისაც მოგეთხოვებათ, მათ შორის, შემდეგი ინფორმაცის მოწოდება: თქვენი სრული სახელი, საკონტაქტო ნომერი, მომხმარებელი,  პაროლი, და მიწოდების სრული მისამართი. მისამართი შეიძლება განახლდეს, თუ გსურთ შეკვეთის განთავსებისას მიტანის ადგილის შეცვლა.

თქვენ ხართ პასუხისმგებელი რეგისტრაციის დეტალების ან თქვენ მიერ მოწოდებული ნებისმიერი სხვა ინფორმაციის სიზუსტეზე.

თქვენ უნდა დაიცვათ ანგარიშში შესვლისთვის საჭირო მონაცემების (როგორიცაა მომხმარებლის სახელი და პაროლი ან სხვა იდენტიფიკატორი) კონფიდენციალურობა, რომელიც მინიჭებული გაქვთ ანგარიშის რეგისტრაციისთვის ჩვენი უსაფრთხოების ზომების ფარგლებში, და გეკრძალებათ მათი სხვებისთვის გამჟღავნება.

თქვენ პასუხისმგებელნი ხართ ყველა ქმედებაზე, რომელიც ხდება თქვენი ანგარიშში შესვლისთვის საჭირო მონაცემების გამოყენებით ან სხვაგვარად თქვენი სახელით და დაუყოვნებლივ უნდა შეგვატყობინოთ ქვემოთ მითითებულ ელ-ფოსტის მისამართზე, თუ შეიტყობთ რაიმე არაავტორიზებული გამოყენების ან უსაფრთხოების პრობლემების შესახებ. თუ ჩვენ მივიჩნევთ, რომ თქვენ არ დაიცავით ეს წესები და პირობები, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ჩვენი დისკრეციით გავაუქმოთ ნებისმიერ ანგარიშში შესვლისთვის საჭირო მონაცემი ან ანგარიში, ზემოთ მოცემული მე-4 მუხლის შესაბამისად.

როდესაც თქვენ ეწვევით ვებ-საიტს და/ან განათავსებთ შეკვეთას, თქვენ ჩვენთან კომუნიკაციას ამყარებთ ელექტრონულად და ეთანხმებით, რომ ყველა შეთანხმება, შენიშვნა, გამჟღავნება და სხვა კომუნიკაცია, რომელსაც ჩვენ გამოგიგზავნით ელექტრონულად, აკმაყოფილებს ყველა სამართლებრივ მოთხოვნას ასეთი კომუნიკაციის წერილობით განხორციელების შესახებ. 

6.2. შეკვეთის განთავსების პროცესი

მას შემდეგ რაც აირჩევთ ჩვენს ვებ-საიტზე განთავსებულ პროდუქტს და დაამატებთ თქვენს ონლაინ კალათაში, გექნებათ შესაძლებლობა გადახვიდეთ გადახდაზე. ასეთ შემთხვევაში თქვენ გადამისამართდებით მიტანისა და გადახდის გვერდებზე.

ვებ-საიტი იძლევა შესაძლებლობას გადაამოწმოთ თქვენი შეკვეთა და შეიტანოთ ნებისმიერი საჭირო შესწორება შეძენის დასრულებამდე. მნიშვნელოვანია, თქვენს შეკვეთას ყურადღებით გადახედოთ და გადაამოწმოთ ის პროცესის თითოეულ ეტაპზე, რათა დარწმუნდეთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული ყველა ინფორმაცია, როგორიცაა პროდუქტის დეტალები, რაოდენობა, ზომები, ფერები და ა.შ., არის ზუსტი.

6.3. მიწოდების ვარიანტები

გადახდამდე უნდა აირჩიოთ შეკვეთის მიწოდება მითითებულ მისამართზე ან ანოუკის კონცეპტ მაღაზიიდან გატანა. უფრო კონკრეტულად, შეგიძლიათ აირჩიოთ მიწოდების შემდეგი ვარიანტები:

  • მიწოდება იმავე დღეს – ხელმისაწვდომია თბილისის შერჩეულ რაიონებში ყოველდღიურად დილის 10 საათიდან საღამოს 6 საათამდე გაკეთებული შეკვეთისთვის. თქვენი მდებარეობის შესაბამისად ხელმისაწვდომობის შემთხვევაში, აღნიშნული ვარიანტი უზრუნველყოფს, რომ მოწოდება განხორციელდეს იმავე დღეს,  კონტრაქტორი მესამე პირის მიერ, რომელიც, ჩვეულებრივ, არის შპს „ვოლტ ჯორჯია“ (ს.ნ.: 405260042).
  • სტანდარტული მიწოდება - ხელმისაწვდომია მთელი საქართველოს მასშტაბით, მიწოდების „დრო და ღირებულება განსხვავდება მდებარეობის მიხედვით. სტანდარტული მიწოდება განხორციელდება  კონტრაქტორი მესამე პირის მიერ, რომელიც, ჩვეულებრივ, არის FedEx (ს.ნ.: 204885810), რასაც ძირითადად სჭირდება 1-7 სამუშაო დღე.
  • ადგილზე ჩაბარება – შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენი შეკვეთის აღება ანოუკი ბიუთის კონცეპტ მაღაზიიდან, რომელიც მდებარეობს მისამართზე: საქართველო, თბილისი, ივანე თარხნიშვილის #2-ში (შემდგომში „კონცეპტ მაღაზია“). თუ გსურთ შეკვეთის აღება იმავე დღეს, გთხოვთ, უზრუნველყოთ მისი განთავსება საღამოს 8 საათამდე. კონცეპტ მაღაზია ჩვეულებრივ ღიაა ყოველდღე 10:00 საათიდან 21:00 საათამდე (ხელმისაწვდომობის დეტალებისთვის იხილეთ ინფორმაცია ვებ-საიტზე).

მიწოდების რომელიმე ვარიანტის  არჩევის შემთხვევაში, შეძენილი პროდუქტის უპრობლემოდ მიწოდების უზრუნველსაყოფად გადახდის დასრულებამდე უნდა დაადასტუროთ მითითებული მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია. თქვენი შეკვეთა მიწოდებული იქნებამიტანის მისამართზე, რომელსაც მიუთითებთ შეკვეთის განთავსებისას, და კურიერი დაგიკავშირდებათ თქვენ მიერ მითითებული საკონტაქტო ნომრის გამოყენებით.

ადგილზე ჩაბარების არჩევის შემთხვევაში, შეძენილი პროდუქცია გასატანად ხელმისაწვდომი იქნება უმოკლეს ვადებში, თუმცა შეკვეთის განთავსებიდან არაუგვიანეს შვიდი (7) კალენდარული დღის განმავლობაში.

6.4. გადახდა და შეკვეთის დადასტურება

ვებ-საიტზე ფასები მითითებულია ლარში (ქართული ლარი) და მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა შესაბამის გადასახადს.

თუმცა, მიტანის საფასური არ შედის პროდუქციაზე მითითებულ ღირებულებაში და ის ავტომატურად დაემატება საბოლოოდ გადასახდელ თანხას არჩეული მიწოდების ვარიანტის (იმავე დღეს მიწოდება ან სტანდარტული მიწოდება) და მიწოდების ადგილის მიხედვით, და ნათლად იქნება ნაჩვენები გადახდისას, სანამ დაასრულებთ შეძენას. შედეგად, მიტანის საფასური აისახება შეკვეთის შეჯამების გვერდზე გამოსახულ მთლიან ღირებულებაში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საბოლოო ღირებულება არ მოიცავს დამატებით საკომისიოს, რომელიც ბანკმა შეიძლება დაგაკისროთ, მაგალითად ნებისმიერი დამატებითი საკომისიო საერთაშორისო ტრანზაქციებზე.

გადახდა შესაძლებელია მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით. მას შემდეგ, რაც დაადასტურებთ თქვენი შეკვეთის სიზუსტეს, თქვენ უნდა განახორციელოთ გადახდა ერთ-ერთი შემდეგი  დაშვებული მეთოდით: საკრედიტო და სადებეტო ბარათები (Visa, MasterCard, American Express) ან ციფრული საფულეებით (Apple Pay, Google Pay და ციფრული საფულის ნებისმიერი სხვა ხელმისაწვდომი ვარიანტი). 

თქვენ იაზრებთ და ეთანხმებით, რომ გადახდის მომსახურებას განახორციელებს / განახორციელებენ ჩვენი კონტრაქტორი მესამე პირ(ებ)ი და არა ანოუკი ბიუთი. ჩვენ არ ვინახავთ თქვენს გადახდის ინფორმაციას. შესაბამისად, თქვენ ათავისუფლებთ ანოუკი ბიუთის გადახდის პროცესთან დაკავშირებული ყოველგვარი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისგან.

გადახდის დადასტურების შემდეგ, ვებ-საიტი ავტომატურად დაადასტურებს თქვენს შეკვეთას. გარდა ამისა, თუ თქვენ მიუთითეთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი, თქვენ ასევე შეიძლება მიიღოთ შეკვეთის ავტომატური დადასტურება ელექტრონული ფოსტით.

შეკვეთის ავტომატური დასტურის მიღების შემდეგ შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ თქვენი შეკვეთის სტატუსს ვებ-საიტზე შეკვეთის დეტალების შეყვანით.

6.5. შეკვეთებზე თანხმობის გაცემა ჩვენ მიერ

ვებ-საიტზე განთავსებული ყველა შეკვეთა ექვემდებარება ჩვენ მიერ თანხმობის გაცემას. ჩვენ არ ვართ ვალდებული თანხმობა გავცეთ თქვენს შეკვეთაზე და შეგვიძლია, ჩვენი დისკრეციით, უარვყოთ ნებისმიერი შეკვეთა ან შეგვიძლია გავაუქმოთ ნებისმიერი შეკვეთა, მიუხედავად იმისა, ავტომატურად დადასტურებულია თუ არა შეკვეთა, ნებისმიერი მიზეზით ან მიზეზის გარეშე, და თქვენი ან ნებისმიერი სხვა პირის წინაშე პასუხისმგებლობის გარეშე.

6.6. მიწოდება და წაღება

მას შემდეგ, რაც შეკვეთა დადასტურდება და გადაეცემა საკურიერო კომპანიას, სტუმარს ეგზავნება გაგზავნის დამადასტურებელი ელ-ფოსტის წერილი, ინვოისთან და კურიერის დეტალებთან ერთად. მომხმარებელს ასევე შეუძლია თვალყური ადევნოს მიწოდების პროცესს ვებ-საიტის საშუალებით.

თქვენ იაზრებთ და ეთანხმებით, რომ მიწოდებას განახორციელებს / განახორციელებენ ჩვენი კონტრაქტორი მესამე პირ(ებ)ი და არა ანოუკი ბიუთი. მიტანის სერვისების განსახორციელებლად, ანოუკი ბიუთი უზიარებს თქვენს პირად მონაცემებს (სახელის, მისამართის და ტელეფონის ნომრის ჩათვლით) შესაბამის საკურიერო კომპანიას თქვენ მიმართ სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების მიზნით.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შეძენილი პროდუქციის საკურიერო კომპანიისთვის გადაცემა ან მათი პირდაპირ თქვენთვის გადმოცემა ადასტურებს, რომ თქვენ ჩვენგან მოიპოვეთ საკუთრების უფლება შეძენილ ნივთებზე, და ეს არის ჩვენი მხრიდან 6.5 პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის გაცემა.

ჩვენი მიწოდების ვალდებულებები შესრულებულია, როდესაც ჩვენ გადავცემთ თქვენს პროდუქტს კურიერ კომპანიას ან პირდაპირ თქვენ კონცეპტ მაღაზიაში, და გადაცემის მომენტიდან საკურიერო კომპანიაზე და/ან თქვენზე გადადის საქონლის შემთხვევითი დაღუპვის ან გაფუჭების რისკი.

6.7. მიწოდების ხარვეზები

თუ თქვენ აირჩევთ მიწოდების რომელიმე ვარიანტს, კურიერი წინასწარ შეგატყობინებთ პროდუქტის მიტანის შესახებ და თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ იმყოფებით მითითებულ მისამართზე.

მიწოდების ხარჯები არ ექვემდებარება დაბრუნებას და თქვენ იქნებით პასუხისმგებელი მიწოდების დამატებით ხარჯებზე, თუ შეკვეთა დაბრუნდება კონცეპტ მაღაზიაში გარკვეული გარემოებების, მათ შორის და არა მხოლოდ, შემდეგი გარემოებების გამო:

    • მომხმარებელი მიუწვდომელია: თუ შეკვეთა დაბრუნდა იმ მიზეზით, რომ მიწოდების მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა მითითებულ მისამართზე თქვენი არყოფნის გამო, ან ვერ მოხერხდა თქვენთან დაკავშირება;
    • მისამართი არასწორია ან არ იძებნება: თუ შეკვეთა დაბრუნდა მისამართის პრობლემის გამო, მაგალითად იმის გამო, რომ მითითებული მისამართი არასწორია ან არ იძებნება;
  • თქვენთან დაკავშირებული სხვა გარემოებები.

მას შემდეგ, რაც მივიღებთ დაბრუნებულ შეკვეთას, თქვენ მიიღებთ შეტყობინებას ელექტრონული ფოსტით ან ვებ-საიტზე (თქვენი შეკვეთის დეტალებში). შეტყობინების მიღებიდან სამი (3) კალენდარული დღის განმავლობაში, თქვენ გექნებათ შესაძლებლობა აიღოთ დაბრუნებული შეკვეთა კონცეპტ მაღაზიაში ან მოგვწეროთ ქვემოთ მოცემული ელექტრონული ფოსტით, რათა ხელახლა გამოგიგზავნოთ დაბრუნებული შეკვეთა იმავე ან სხვა მისამართზე. ამ შემთხვევაში თქვენ ვალდებული იქნებით გადაიხადოთ მიწოდების დამატებითი საფასური. თუ თქვენ არ აიღებთ დაბრუნებულ შეკვეთას ან არ მოგვაწოდებთ შემდგომ მითითებებს აღნიშნულ ვადაში, ჩვენ გვექნება უფლება გავანადგუროთ, გადავაგდოთ ან ხელახლა გავყიდოთ შეძენილი პროდუქცია თქვენ მიმართ თანხის დაბრუნების ვალდებულების გარეშე და ჩვენი ვალდებულებები თქვენ წინაშე ჩაითვლება სრულად შესრულებულად.

ადგილზე ჩაბარების არჩევის შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ შეტყობინებას ელექტრონული ფოსტით ან ვებ-საიტზე (თქვენი შეკვეთის დეტალებში), როდესაც შეძენილი პროდუქცია ხელმისაწვდომი გახდება გასატანად. შეტყობინების მიღებიდან სამი (3) კალენდარული დღის განმავლობაში უნდა გაიტანოთ შეძენილი პროდუქცია კონცეპტ მაღაზიიდან. თუ თქვენ არ გაიტანთ პროდუქციას აღნიშნულ ვადაში, ჩვენ გვექნება უფლება გავანადგუროთ, გადავაგდოთ ან ხელახლა გავყიდოთ შეძენილი პროდუქცია თქვენ მიმართ თანხის დაბრუნების ვალდებულების გარეშე და ჩვენი ვალდებულებები თქვენ წინაშე ჩაითვლება სრულად შესრულებულად.

გთხოვთ, ამ მუხლით გათვალისწინებული მიუწოდებლობის რომელიმე შემთხვევაში უმოკლეს ვადაში დაგვიკავშირდეთ მომხმარებელთა მხარდაჭერის ელ. ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით თანხის დაბრუნების შესახებ, რაც შეიძლება განვახორციელოთ  ჩვენი დისკრეციის ფარგლებში.

7. შეკვეთის გაუქმება, შეცვლა და დაბრუნება

ნებისმიერი გაყიდვა საბოლოოა მას შემდეგ, რაც შეკვეთა დამუშავდება და გადაეცემა საკურიერო კომპანიას ან გადმოგეცემათ პირდაპირ თქვენ. შეკვეთების გაუქმება და შეცვლა ასეთ მოვლენამდე, ისევე როგორც არასწორად გაგზავნილი პროდუქციის დაბრუნება, რეგულირდება ამ მუხლით.

7.1. შეკვეთის გაუქმება და შეცვლა თქვენ მიერ

შეკვეთის დადასტურების მომენტიდან, სანამ ის გადაეცემა საკურიერო კომპანიას ან გადმოგეცემათ პირდაპირ თქვენ, თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ მომხმარებელთა მხარდაჭერის ელ. ფოსტით და/ან ვებ-საიტზე ინტეგრირებული მხარდაჭერის ჩატის საშუალებით (შემდგომში „მხარდაჭერის ჩატი“) პირველივე შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს შეკვეთის ავტომატური დადასტურებიდან 24 (ოცდაოთხი) საათისა, რათა გააუქმოთ ან საჭიროებისამებრ შეცვალოთ თქვენი შეკვეთა. თქვენ მიიღებთ შეტყობინებას, რომელიც დაადასტურებს შეკვეთის გაუქმებას ან ცვლილებას ელექტრონული ფოსტით ან ვებ-საიტზე (თქვენი შეკვეთის დეტალებში).

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას და ერთპიროვნულ დისკრეციას, უარი ვთქვათ შეკვეთის გაუქმებისა და ცვლილებების ნებისმიერ მოთხოვნაზე მას შემდეგ, რაც შეკვეთა ავტომატურად დადასტურდება ზემოთ მოცემულ 6.4 პუნქტის შესაბამისად. თუ შეკვეთა არ შესწორდება/გაუქმდება შეძენილი პროდუქციის შესაბამისი საკურიერო კომპანიისთვის ან პირდაპირ თქვენთვის გადაცემამდე, აღარ გექნებათ შეკვეთის გაუქმების ან/და მასში ცვლილების შეტანის შესაძლებლობა.

7.2. შეკვეთის გაუქმება ჩვენ მიერ

ჩვენ ვცდილობთ ჩვენი სერვისები იყოს სანდო და შევასრულოთ ყველა შეკვეთა. თუმცა, გაუთვალისწინებელი და ადამიანური შეცდომები მაინც შეიძლება მოხდეს. ამიტომ, ზემოაღნიშნული 6.5 პუნქტის შესაბამისად, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას სრულად ან ნაწილობრივ უარვყოთ ან გავაუქმოთ ნებისმიერი შეკვეთა, სანამ შეძენილი პროდუქცია გადაეცემა შესაბამის საკურიერო კომპანიას ან პირდაპირ თქვენ, მათ შორის 6.4 პუნქტში მითითებული შეკვეთის ავტომატური დასტურის შემდეგ. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ დაგიბრუნებთ შესაბამის თანხას თქვენს თავდაპირველ გადახდის მეთოდზე უარის ან გაუქმების დადასტურებიდან 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში. გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელ. ფოსტით ან მხარდაჭერის ჩატის საშუალებით ნებისმიერი დამატებითი მოთხოვნის ან ინფორმაციისთვის.

7.3. დაბრუნება არასათანადო შესრულებისთვის

თუ ჩვენ არ გამოგიგზავნით თქვენს შეკვეთაში მითითებულ პროდუქტებს, ან გამოგიგზავნით შეკვეთილზე ნაკლებ პროდუქტს, თქვენ შეგიძლიათ ჩვენ მიმართ მოითხოვოთ შეკვეთის ჯეროვანი შესრულება. ამ მიზნით, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტით დაუყოვნებლივ, მაგრამ შეკვეთის მიღებიდან არაუგვიანეს ოცდაოთხი (24) საათისა, და ჩვენ გამოვასწორებთ ჩვენს არასათანადო შესრულებას ჩვენივე ხარჯებით, შეტყობინების მიღებიდან ხუთი (5) სამუშაო დღის განმავლობაში. თუ არ დაგვიკავშირდებით და არ მოგვაწოდებთ მოთხოვნას აღნიშნულ ვადაში, ჩვენი ვალდებულებები ჩაითვლება სათანადოდ შესრულებულად.

თუ ჩვენ არ გამოვასწორებთ ჩვენს არასათანადო შესრულებას მითითებულ ვადაში, თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თანხის დაბრუნება, რომელიც შეესაბამება ასეთი არასათანადო შესრულების ღირებულებას, ანუ, ნებისმიერი პროდუქტის ღირებულებას, რომელიც არ იყო მოწოდებული ან იყო მოწოდებული ნაკლები რაოდენობით. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ დაგიბრუნებთ შესაბამის თანხას თქვენს თავდაპირველ გადახდის მეთოდზე უარის ან გაუქმების დადასტურებიდან თოთხმეტი (14) კალენდარული დღის განმავლობაში. ნებისმიერი დამატებითი მოთხოვნის ან ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტით ან ვებ-საიტის მეშვეობით. 

ჩვენი დისკრეციით, ნებისმიერ დროს, შეკვეთის სრულად შესრულების ნაცვლად, ჩვენ შეგვიძლია დაგიბრუნოთ თანხა, რომელიც შეესაბამება ჩვენ მიერ არასათანადოდ შესრულებული ვალდებულების ღირებულებას. ასეთი შემთხვევა შეიძლება მოხდეს, მათ შორის, თუ: (ა) ჩვენი შეკვეთილი პროდუქციის მარაგი არ იქნება საკმარისი სრული შესრულებისთვის; ან (ბ) სრული შესრულების მიღწევა შეუძლებელი იქნება არაგონივრული  ხარჯის გაწევის გარეშე.

ჩვენი ვალდებულებების ნაწილობრივი შესრულების შემთხვევაში, თანხის ანაზღაურება მოხდება შეუსრულებელ ან არაჯეროვნად შესრულებულ ვალდებულებებზე. ჩვენ არ ვახდენთ თანხის დაბრუნებას ან ანაზღაურებას შეძენილი პროდუქციისთვის, რომლებიც სათანადოდ არის მოწოდებული ჩვენს მიერ, თუნდაც ისინი შეადგენენ მთლიანი შეკვეთის მხოლოდ ნაწილს.

იმ პროდუქციის მიღების შემთხვევაში, რომელიც თქვენ არ შეგიკვეთავთ, მათ შორის ჩვენს მიერ გადაჭარბებული შესრულების შემთხვევაში (მაგ., უფრო დიდი რაოდენობით პროდუქციის მიწოდება ან შეკვეთილზე მაღალი ღირებულების პროდუქტების მიწოდება), თქვენ უნდა შეინახოთ პროდუქტები უსაფრთხოდ, გაუხსნელ და დალუქულ მდგომარეობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას დაგაკისროთ გადახდის ვალდებულება იმ პროდუქტებისთვის, რომლებიც გახსნილია ან რომლის ჰერმეტულობაც დარღვეულია.

თქვენ უნდა შეგვატყობინოთ იმ პროდუქტების მიღების შესახებ, რომლებიც არ შეგიკვეთავთ ელექტრონული ფოსტით დაუყოვნებლივ, მაგრამ შეკვეთის მიღებიდან არაუგვიანეს ოცდაოთხი (24) საათისა. ჩვენ გვექნება ორი (2) სამუშაო დღე შეტყობინების მიღებიდან, რომ გიპასუხოთ ასეთი პროდუქტების ჩვენი ხარჯებით დაბრუნების შესახებ. თუ ჩვენ არ დაგიკავშირდებით აღნიშნულ ვადაში, თქვენთვის მოწოდებულ და თქვენ ელ. ფოსტაში ნახსენებ პროდუქციაზე საკუთრების უფლება გადმოვა თქვენზე. 

8. პროდუქტის ინფორმაცია

ჩვენ ვცდილობთ მოგაწოდოთ ზუსტი აღწერილობები და დეტალები ჩვენს ვებ-საიტზე განთავსებულ პროდუქტებზე. გთხოვთ, დარწმუნდეთ, რომ საფუძვლიანად გადახედეთ მათ და თუ გჭირდებათ დამატებითი ინფორმაცია პროდუქტის შესახებ, დაუკავშირდეთ ჩვენს მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდს. ჩვენ არ ვიქნებით პასუხისმგებელი პროდუქტის შემადგენლობასთან დაკავშირებულ ჯანმრთელობის საკითხებზე, რადგან პროდუქტის დეტალები დეტალურად არის მოწოდებული ჩვენს ვებ-საიტზე და პროდუქციის შეფუთვაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვცდილობთ ვებ-საიტზე პროდუქციის ფერები ავსახოთ  რაც შეიძლება ზუსტად, თქვენ მიერ ხილული რეალური ფერები და დეტალები შეიძლება განსხვავდებოდეს თქვენი მონიტორის მიხედვით და არ იყოს ზუსტი. ეს ვებ-საიტი ასევე შეიძლება შეიცავდეს ტიპოგრაფიულ ან ტექნიკურ შეცდომებს. პროდუქტის სურათები საიტზე განკუთვნილია მხოლოდ საილუსტრაციო მიზნებისთვის.

9. გათავისუფლება

ანოუკი ბიუთი არ იძლევა რაიმე განცხადებას და გარანტიას უწყვეტი მუშაობის ან ვებ-საიტზე უწყვეტი წვდომის შესახებ. ჩვენ ასევე არ ვიძლევით გარანტიას, რომ ვებ-საიტი ან სერვისები ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მოწყობილობისთვის..

ამიტომ, ჩვენ არ ვიქნებით პასუხისმგებელი თქვენს წინაშე, თუ რაიმე მიზეზით, ვებ-საიტი მიუწვდომელი იქნება რაიმე დროს ან რაიმე პერიოდის განმავლობაში. მოქმედი კანონმდებლობით დაშვებულ ფარგლებში, ანოუკი ბიუთი არ იქნება პასუხისმგებელი თქვენს ან სხვა მესამე პირების მიმართ რაიმე სახის პასუხისმგებლობაზე, ზიანზე, ანაზღაურებაზე და კომპენსაციაზე, იქნება ეს პირდაპირი, ირიბი თუ გამოწვეული გაუფრთხილებლობით, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, რომლებიც წარმოიქმნება ვებ-საიტის გამოყენებით, ან ანოუკი ბიუთის მიერ საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებით, როგორიცაა უფლება შეზღუდოს, შეაჩეროს ან შეწყვიტოს თქვენი წვდომა ვებ-საიტზე, ან ისინი, რომლებიც წარმოიქმნება ვებ-საიტის გამოყენების ან ხარვეზის ან შეწყვეტილი ფუნქციონირების ან ტექნიკური გაუმართაობის შედეგად.

10. ცვლილებები

ჩვენ მუდმივად ვავითარებთ ჩვენს სერვისებს, რის გამოც ვიტოვებთ უფლებას დროდადრო შეტყობინების გარეშე შევცვალოთ, გავაუმჯობესოთ გავაუქმოთ ან განვაახლოთ ჩვენი სერვისები, ვებ-საიტი და წინამდებარე წესები და პირობები.

წინამდებარე დოკუმენტის წესები და პირობების უახლესი ვერსია ყოველთვის განთავსებულია ამ გვერდზე და მასზე აღნიშნულია მისი განახლების ბოლო თარიღი. თუმცა, ჩვენ გირჩევთ რეგულარულად ეწვიოთ ამ გვერდს, რათა დარწმუნდეთ, რომ იცნობთ განახლებული წესებისა და პირობების ამჟამინდელ ვერსიას, განსაკუთრებით სანამ რაიმეს შეიძენთ ვებ-საიტის მეშვეობით ან სხვაგვარად გამოიყენებთ ჩვენს სერვისებს.

11. განცალკევება

თუ წინამდებარე წესებისა და პირობების, მათ შორის მონაცემთა დაცვის პოლიტიკის, ნებისმიერი დებულება ან დებულების ნაწილი არის ან გახდება ბათილი, უკანონო ან არააღსრულებადი, ის მიიჩნევა შეცვლილად იმ მინიმალური ხარისხით, რაც საჭიროა მისი ნამდვილობის, კანონიერებისა და აღსრულებადობისთვის. თუ ასეთი ცვლილება არაა შესაძლებელი, შესაბამისი დებულება ან დებულების ნაწილი მიიჩნევა წაშლილად. დებულების ან დებულების ნაწილის ამ პუნქტით გათვალისწინებული ნებისმიერი ცვლილება ან წაშლა არ მოახდენს გავლენას დანარჩენი წესებისა და პირობების ნამდვილობასა და აღსრულებადობაზე.

12. ძალაში დარჩენა

წესებისა და პირობების, მათ შორის მონაცემთა დაცვის პოლიტიკის ნებისმიერი დებულება, რომლის ამოქმედება ან ძალაში დარჩენა პირდაპირ ან ნაგულისხმევად განზრახულია შესაბამისი დოკუმენტის შეწყვეტის შემდეგ, ინარჩუნებს სრულ ძალას და ეფექტს. 

13. მარეგულირებელი კანონმდებლობა

წესები და პირობები, მათ შორის მონაცემთა დაცვის პოლიტიკა, და ნებისმიერი დავა ან მოთხოვნა (მათ შორის, არასახელშეკრულებო დავები და მოთხოვნები), რომელიც გამომდინარეობს ან დაკავშირებულია მათთან, მათ შინაარსთან ან ფორმირებასთან, რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კოლიზიური სამართლის პრინციპების გათვალისწინების გარეშე.

ნებისმიერი დავა, რომელიც წარმოიშობა ამ დოკუმენტიდან გამომდინარე ან დაკავშირებულია მასთან, მის დარღვევასთან, შეწყვეტასთან ან ბათილად ცნობასთან, უნდა გადაეცეს ა(ა)იპ საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრს, არბიტრაჟის გზით საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანის მიზნით, საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის საარბიტრაჟო წესების მიხედვით, ამ წესების შესაბამისად დანიშნული ერთი არბიტრის მიერ. საარბიტრაჟო განხილვის ადგილად განისაზღვროს თბილისი, საქართველო, საარბიტრაჟო განხილვა წარიმართოს ქართულ ენაზე.

14. ენა

წინამდებარე წესები და პირობები, მონაცემთა დაცვის პოლიტიკის ჩათვლით, შედგენილია ქართულ ენაზე (ხელმისაწვდომია: https://anoukibeauty.com/ka/terms). თქვენი მოხერხებულობისთვის, შეგიძლიათ გაეცნოთ დოკუმენტის ინგლისურენოვან ვერსიას (ხელმისაწვდომია: https://anoukibeauty.com/en/terms). ამ დოკუმენტების ქართულენოვან ვერსიასა და ნებისმიერ თარგმანს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ქართულ ვერსიას.

15. ჩვენთან კომუნიკაცია

თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა, კითხვა ან პრეტენზია, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ვებ-საიტის საშუალებით, შემდეგ ელ. ფოსტაზე: info@anoukibeauty.com, ან ჩვენს საკონტაქტო ნომერზე: +995 511 148 225.

logo