კონფიდენციალობის პოლიტიკა

შესავალი

მოგესალმებათ ანოუკი ბიუთი!

წინამდებარე მონაცემთა დაცვის პოლიტიკა წარმოადგენს იურიდიულად მავალდებულებელ დოკუმენტს თქვენსა და შპს „გლობალ ბიუთი“-ს შორის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რეგისტრირებული საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საიდენტიფიკაციო ნომრით: 404627007, რეგისტრირებული ოფისით, მდებარე: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, ივანე თარხნიშვილის ქუჩა 2, სართული 1, კომერციული ფართი 1 (შემდგომში „ანოუკი ბიუთი“,„ჩვენ“, „ჩვენს“ ან ჩვენი“).

წინამდებარე მონაცემთა დაცვის პოლიტიკა არეგულირებს ჩვენ მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების შეგროვებას, შენახვას, დამუშავებასა და გადაცემას.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ქვემოთ მოცემული მე-2 მუხლის შესაბამისად, თქვენ ეთანხმებით წინამდებარე მონაცემთა დაცვის პოლიტიკას ჩვენი ვებ-საიტის და მისი ნებისმიერი ქვე-დომენის სტუმრობით, წვდომით ან გამოყენებით, ან ჩვენთან ანგარიშის შექმნით.

გთხოვთ, დარწმუნდეთ, რომ ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე მონაცემთა დაცვის პოლიტიკა. ჩვენ მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე კითხვების არსებობის შემთხვევაში, ვრჩებით თქვენს განკარგულებაში. 

1. მნიშვნელოვანი განმარტებები

როდესაც ჩვენ ვახსენებთ „პერსონალურ მონაცემებს“ ამ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში, ჩვენ ვგულისხმობთ ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც ეხება ფიზიკური პირის იდენტიფიცირებულ ან მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს.

იდენტიფიცირებადი ფიზიკური პირი არის ის, ვისი იდენტიფიცირებაც შესაძლებელია პირდაპირ ან ირიბად, მათ შორის, მისი სახელით, გვარით, საიდენტიფიკაციო ნომრით, მდებარეობით და ელექტრონული საკომუნიკაციო იდენტიფიკატორებით, ან ფიზიკური, ფიზიოლოგიური, გონებრივი, ფსიქოლოგიური, გენეტიკური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური მახასიათებლებით.

უფრო მეტიც, როდესაც ამ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში ვახსენებთ პერსონალური მონაცემების „დამუშავებას“, ვგულისხმობთ პერსონალურ მონაცემებზე შესრულებულ ნებისმიერ ოპერაციას, მათ შორის შეგროვებას, მოპოვებას, წვდომას, ფოტოგადაღებას, ვიდეო მონიტორინგს და/ან აუდიო მონიტორინგს, ორგანიზებას, დაჯგუფებას, ურთიერთდაკავშირებას, შენახვას, შეცვლას, მოძიებას, წვდომის მოთხოვნას, გამოყენებას, დაბლოკვას, წაშლას ან განადგურებას და გამჟღავნებას გადაცემის, გასაჯაროების, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომით.

გარდა ამისა, ჩვენ წარმოვადგენთ თქვენი პერსონალური მონაცემების „დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირს“, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ განვსაზღვრავთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს, ასევე რეალურად ვახორციელებთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას.

ჩვენ შეგვიძლია აღნიშნულის განხორციელება ინდივიდუალურად ან თქვენი პერსონალური მონაცემების ერთ ან მეტ დამმუშავებელ უფლებამოსილ პირთან თანამშრომლობით. „დამუშავებაზეუფლებამოსილი პირი“ არის ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან საჯარო დაწესებულება, რომელიც ამუშავებს მონაცემებს ჩვენი სახელით (გარდა ჩვენი თანამშრომლებისა, რომლებიც არ ითვლებიან დამოუკიდებელ დამმუშავებელ უფლებამოსილ პირებად).

პერსონალური მონაცემების დაცვის თაობაზე ნებისმიერი მოქმედი კანონმდებლობის მიზნებისთვის, თქვენ წარმოადგენთ მონაცემთა სუბიექტს.

2. თანხმობა

ჩვენს ვებ-საიტზე და მისი ნებისმიერი ქვედომენის წვდომით ან გამოყენებით, ჩვენთან ანგარიშის შექმნით, ან თქვენი პერსონალური ინფორმაციის ჩვენი ვებ-საიტის ან ჩვენი თანამშრომლებისა და თქვენი თანამშრომლებისთვის თქვენი პერსონალური მონაცემები მის შესაბამისად წარდგენით, თქვენ ეთანხმებით წინამდებარე მონაცემთა დაცვის პოლიტიკას და მის საფუძველზე ჩვენ მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას. თუ თქვენ არ ეთანხმებით მის რომელიმე პირობას, გთხოვთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ ჩვენი სერვისების გამოყენება.

ამასთან, თქვენ თანხმობას აცხადებთ, მიიღოთ კომუნიკაცია ჩვენგან პირდაპირ ან მესამე პირის მეშვეობით. ასეთი კომუნიკაცია შეიძლება მოიცავდეს გამოკითხვებს, კვლევის მასალებს, პერიოდულ სიახლეებს, შეთავაზებებს და სარეკლამო კონტენტს. თქვენ შეგიძლიათ უარი თქვათ ასეთ კომუნიკაციაზე ელ.ფოსტაში ღილაკ „გამოწერის გაუქმება“-ზე დაწკაპუნებით ან დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მოცემულ საკონტაქტო რეკვიზიტებზე.

3. ასაკობრივი შეზღუდვა

ჩვენი ვებ-საიტის და ჩვენი ნებისმიერი მომსახურების გამოყენება აკრძალულია 18 წლამდე ასაკის პირებისთვის.

თუ თქვენ ხართ 18 წლამდე, შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვენი ვებ-საიტი და ჩვენი მომსახურებები მხოლოდ მშობლის ან მეურვის ჩართულობით.

ჩვენ შეგნებულად არ ვაგროვებთ პერსონალურ ინფორმაციას 18 წლამდე ასაკის პირებისგან, ბავშვის მშობლის ან მეურვის თანხმობის გარეშე. თუ აღმოვაჩენთ, რომ ჩვენ გაუცნობიერებლად შევაგროვეთ 18 წლამდე ასაკის პირის პერსონალური მონაცემები მათი მშობლის ან მეურვის შესაბამისი თანხმობის გარეშე, დაუყოვნებლივ წავშლით ამ ინფორმაციას. თუ ფიქრობთ, რომ შეიძლება გვქონდეს ინფორმაცია ბავშვის შესახებ, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მოცემულ საკონტაქტო რეკვიზიტებზე.

4. ჩვენ მიერ შეგროვებული მონაცემები

ჩვენი პროდუქტებისა და მომსახურებების უზრუნველსაყოფად და მუდმივად გასაუმჯობესებლად, ჩვენ ვაგროვებთ შემდეგ პერსონალურ მონაცემებს:

  • თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემები

ჩვენ ვაგროვებთ თქვენ მიერ ნებაყოფლობით მოწოდებულ ინფორმაციას. აღნიშნული მოიცავს ინფორმაციას, რომელიც საჭიროა ანგარიშის გასახსნელად ან ვებ-საიტის საშუალებით შეკვეთებისგანსათავსებლად, ასევე ჩვენთან პირდაპირი კომუნიკაციის დროს მოწოდებულ ინფორმაციას, რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით:

1. პერსონალური იდენტიფიცირებადი ინფორმაცია, როგორიცაა თქვენი სახელი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფიზიკური მისამართი, ტელეფონის ნომერი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა საკონტაქტო ინფორმაცია;

2. ანგარიშის ინფორმაცია, როგორიცაა თქვენი მომხმარებლის სახელი, პაროლი და პასუხები უსაფრთხოების კითხვებზე.

თქვენ უფლებამოსილი ხართ, არ მოგვაწოდოთ ზემოთ ჩამოთვლილი ინფორმაცია. თუმცა, აღნიშნულმა შეიძლება გამოიწვიოს ჩვენი სერვისების გამოყენების სრული ან ნაწილობრივი შეუსრულებლობა.

  • ავტომატურად შეგროვებული მონაცემები 

ჩვენ ავტომატურად ვინახავთ გარკვეულ მონაცემებს, რომელიც მივიღეთ ჩვენს ვებ-საიტთან თქვენი ურთიერთქმედების ან ჩვენი მომსახურებების გამოყენების შედეგად. აღნიშნული მონაცემები შეიძლება მოიცავდეს, მაგრამ არ შემოიფარგლებოდეს შემდეგით:

1. ინფორმაცია პროდუქტებთან, შინაარსთან და სერვისებთან თქვენი ურთიერთქმედების შესახებ, რომლებიც ხელმისაწვდომია ჩვენი ვებ-საიტის საშუალებით;

2. „ქუქიების“, თვალთვალის პიქსელებით და/ან სხვა უნიკალური იდენტიფიკატორებით მიღებული მონაცემები;

3. ლოგფაილი, რომელიც მოიცავს ინფორმაციას, როგორიცაა აქტივობის ინფორმაცია, ინტერნეტ პროტოკოლის (IP) მისამართები, სისტემის კონფიგურაციის დეტალები, თქვენი მოწყობილობა, ოპერაციული სისტემა და ბრაუზერი, გადმომისამართებული გვერდების URL და ენის უპირატესობა.

  • სხვებისგან მიღებული მონაცემები

ჩვენ შეიძლება მივიღოთ თქვენთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემები ჩვენი პარტნიორებისგან, კონტრაქტორებისგან, ურთიერთდაკავშირებული პირებისგან ან სხვა მესამე მხარისგან. 

5. თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძველი

ჩვენ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სულ მცირე ერთი შემდეგი საფუძველი:

  • ჩვენ მივიღეთ თქვენი თანხმობა პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე;
  • თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება აუცილებელია თქვენ მიმართ ჩვენი სახელშეკრულებო ვალდებულებების შესასრულებლად ან თქვენთან ხელშეკრულების დასადებად;
  • თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება სავალდებულოა კანონით;
  • თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება აუცილებელია კანონით დადგენილი ჩვენი მოვალეობების შესასრულებლად;
  • თქვენი პერსონალური მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომია კანონის შესაბამისად ან თქვენი ქმედებების შედეგად;
  • თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება აუცილებელია თქვენი ან სხვა პირის სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად;
  • თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება აუცილებელია არსებითი საჯარო ინტერესების დასაცავად ან საზოგადოებრივი ინტერესების ფარგლებში შემავალი ამოცანების შესასრულებლად;
  • თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება აუცილებელია ჩვენ მიერ ან მესამე მხარის მიერ გაზიარებული მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად;
  • თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება აუცილებელია თქვენ მიერ წარდგენილი განცხადების განსახილველად (თქვენთვის მომსახურების გაწევისთვის).

როგორც წესი, ჩვენ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, თუ ჩვენ მივიღეთ თქვენი თანხმობა, თუ ამას მოითხოვს კანონი, ან თუ აღნიშნული აუცილებელია ჩვენი ვალდებულებების შესასრულებლად და თქვენთვის საქონლისა და მომსახურების მოსაწოდებლად. თუმცა, კონკრეტულ შემთხვევებში ჩვენ შეიძლება დავამუშაოთ თქვენი პერსონალური მონაცემები ზემოხსენებული სხვა საფუძვლების შესაბამისად.

6. როგორ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს

ჩვენ ვიყენებთ ჩვენ მიერ შეგროვებულ ინფორმაციას მთელი რიგი მიზნებისთვის, მათ შორის და არა მხოლოდ:

  • პროდუქციისა და მომსახურების შეძენა და მიწოდება; 
  • ვებ-საიტის და ჩვენი მომსახურებების უზრუნველყოფა, პრობლემების აღმოფხვრა და ფუნქციონირების გაუმჯობესება;
  • ვებ-საიტთან თქვენი ურთიერთქმედების ანალიზი და პერსონალიზაციის შეთავაზება;
  • საინტერესო პროდუქტებისა და ინოვაციების სფეროების განსაზღვრა;
  • ახალი პროდუქტებისა და ფასდაკლებების შესახებ ინფორმირება; 
  • რეკლამა;
  • სამართლებრივი ვალდებულებების შესრულება;
  • თქვენთან კომუნიკაცია.

7. მონაცემთა დამმუშავებლები

თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნებისთვის, ჩვენ შეიძლება ჩავრთოთ ერთი ან მეტი მონაცემთა დამმუშავებელი.

თითოეულ შემთხვევაში, ჩვენ და მონაცემთა დამმუშავებლებს შორის დაიდება ფორმალური, წერილობითი ხელშეკრულება, რომელიც ასახავს მათ ვალდებულებებს თქვენს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით, კონკრეტულ მიზანს ან მიზნებს, რისთვისაც ისინი არიან ჩართულნი. ასევე, აღნიშნული ხელშეკრულება მონაცემთა დამმუშავებლების მხრიდან გაითვალისწინებს დათქმას მასზედ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ამ მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა და მონაცემთა დაცვის შესახებ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

8. თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების პრინციპები

თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებისას, ჩვენ ვიცავთ, მათ შორის და რა მხოლოდ, შემდეგ პრინციპებს:

  • პერსონალური მონაცემების სამართლიანად და კანონიერად მოპოვება და დამუშავება

პერსონალური მონაცემების სამართლიანი დამუშავებისთვის, თქვენი პერსონალური მონაცემების შეგროვებამდე ან მის დროს, თქვენთვის ცნობილია შემდეგი ინფორმაცია:

1. ჩვენი, როგორც დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირის, ჩვენი წარმომადგენლ(ებ)ის ან/და დამმუშავებლ(ებ)ის ვინაობა/სახელი და საკონტაქტო მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

2. თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნები და სამართლებრივი საფუძველი;

3. სავალდებულოა თუ არა თქვენი პერსონალური მონაცემების წარმოდგენა და თუ სავალდებულოა პერსონალური მონაცემების მიწოდება, მათზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგები და ასეთი ვალდებულების დადგენის საფუძველი;

4. ჩვენი ან მესამე მხარის ლეგიტიმური ინტერესები, თუ პერსონალური მონაცემები მუშავდება ჩვენი ან მესამე მხარის მიერ გაზიარებული მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად;

5. ჩვენი პერსონალური მონაცემთა დაცვის ოფიცრის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

6. პერსონალური მონაცემების მიმღებთა ან კატეგორიის მიმღებთა ვინაობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

7. პერსონალური მონაცემების დაგეგმილი გადაცემა და პერსონალური მონაცემების დაცვის შესაბამისი გარანტიების არსებობა;

8. პერიოდი, რა ხნითაც შეინახება პერსონალური მონაცემები შეინახოს და, თუ კონკრეტული პერიოდის დადგენა შეუძლებელია, კრიტერიუმები, რომლებიც გამოიყენება ამ პერიოდის დასადგენად;

9. თქვენი უფლებები;

10. თუ პერსონალური მონაცემები არ არის შეგროვებული უშუალოდ თქვენგან, ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელი მონაცემები მუშავდება თქვენთან დაკავშირებით და ასეთი მონაცემების წყარო, მათ შორის, არის თუ არა თქვენი პერსონალური მონაცემები მიღებული საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროდან.

  • პერსონალური მონაცემების მოპოვება მხოლოდ ლეგიტიმური მიზნებისთვის

ჩვენ მოვიპოვებთ და ვამუშავებთ პერსონალურ მონაცემებს განსაზღვრული, აშკარა და ლეგიტიმური მიზნებისთვის. ჩვენ არ ვამუშავებთ პერსონალურ მონაცემებს სხვა მიზნებისთვის, რომლებიც შეუთავსებელია თავდაპირველ მიზნებთან, გარდა იმ შემთხვევისა თუ ის ეფუძნება თქვენს თანხმობას ან კანონს.

  • პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების დაცვა

ჩვენ მივიღეთ ჩვენთვის ხელმისაწვდომი ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები, რომლებიც უზრუნველყოფენ შესაბამისი უსაფრთხოების დაცვას, მათ შორის დაცვას არაავტორიზებული ან უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან და/ან პერსონალური მონაცემების დაზიანებისგან. მაშინ როდესაც, რომ ჩვენ მზად ვართ შევინარჩუნოთ თქვენი პერსონალური მონაცემები უსაფრთხოდ, ინფორმაციის გადაცემა ინტერნეტით შეიცავს უსაფრთხოების თანდაყოლილ რისკებს, რის გამოც ჩვენ არ შეგვიძლია მოგცეთ თქვენი ინფორმაციის სრული უსაფრთხოების გარანტია. თქვენ იღებთ რისკს, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შეიძლება იყოს გადინებული, ვებ-საიტი გატეხილი ან სხვაგვარად მოპოვებული, ამიტომ მოგიწოდებთ, იყოთ ფრთხილად იმ პერსონალური მონაცემების მიმართ, რომელთა გაზიარებაც გაქვთ არჩეული.

  • დამუშავებული პერსონალური მონაცემების აუცილებლობა და პროპორციულობა

ჩვენ ვამუშავებთ პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ეს აუცილებელია შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად და ამ მიზნის პროპორციულად.

  • პერსონალური მონაცემების სიზუსტე

ჩვენს ხელთ არსებული საშუალებებით, ჩვენ ვზრუნავთ, რომ პერსონალური მონაცემები იყოს სწორი და ზუსტი, საჭიროების შემთხვევაში, განახლებული.

  • პერსონალური მონაცემების შენახვის პროპორციული პერიოდი

ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ პერსონალური მონაცემები არ ინახებოდეს იმაზე მეტ ხანს, ვიდრე ეს აუცილებელია მისი შეგროვებისთვის განსაზღვრული მიზნების მისაღწევად. ჩვენ გვაქვს პერსონალური მონაცემების რეესტრი, რომელიც მიუთითებს შენახვის პერიოდებს პერსონალური მონაცემების სხვადასხვა კატეგორიისთვის. როდესაც შესაბამისი შენახვის ვადა ამოიწურება, ჩვენ ვანადგურებთ, ვშლით ან დეპერსონალიზაციას ვუკეთებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს.

9. თქვენი უფლებები

თქვენი უფლებები გარანტირებულია პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ მოქმედი კანონმდებლობით, რომელიც მოიცავს, მათ შორის, შემდეგს:

  • თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
  • თქვენი პერსონალური მონაცემების წვდომისა და ასლის მიღების უფლება;
  • თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;
  • თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების, წაშლის ან განადგურების შეწყვეტის უფლება;
  • თქვენი პერსონალური მონაცემების დაბლოკვის უფლება;
  • თქვენი პერსონალური მონაცემების გადაცემის უფლება;
  • თანხმობის გაუქმების უფლება;
  • გასაჩივრების უფლება.

10. თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ არ ვყიდით თქვენს პერსონალურ მონაცემებს მესამე პირებზე. ჩვენ ვუზიარებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ჩვენ მიერ კონტროლირებად შვილობილკომპანიებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლებიც ან ექვემდებარებიან ამ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას ან იზიარებენ ისეთივე პრაქტიკას, როგორც ეს აღწერილია ამ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში. ჩვენ ვუზიარებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს მესამე მხარეებს მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:

  • სერვისის პროვაიდერი მესამე მხარეები. ჩვენ შეგვიძლია დავიქირაოთ მესამე პირი ქვეკონტრაქტორები მათ მიერ ჩვენი სახელით ჩვენი ფუნქციების შესრულების მიზნებისთვის.  ასეთი სერვისები შეიძლება მოიცავდეს შეფუთვის მიწოდებას, გადახდების დამუშავებას, მომხმარებელთა მომსახურების მიწოდებას, მონაცემთა ანალიზს, მარკეტინგს, კიბერუსაფრთხოებას და ა.შ. ამ სერვისის პროვაიდერ მესამე მხარეებს აქვთ წვდომა პერსონალურ ინფორმაციაზე, რომელიც საჭიროა მათი ფუნქციების შესასრულებლად, მაგრამ არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა მიზნებისთვის.
  • ბიზნესის გადაცემა. ჩვენ შეიძლება გავყიდოთ ჩვენი ბიზნესის გარკვეული ნაწილი, რის შედეგადაც თქვენთან დაკავშირებული ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს მყიდველს, როგორც ერთ-ერთი ბიზნეს აქტივი. თუმცა, ჩვენ ვიხმართ მაქსიმალურ ძალისხმევას, რათა დავრწმუნდეთ, რომ ასეთი ინფორმაცია ექვემდებარება წინამდებარე მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში დადგენილ გარანტიებს, თუ თქვენ სხვაგვარად არ გაქვთ აღნიშნულზე თანხმობა გაცხადებული.
  • კანონით მოთხოვნილი გამჟღავნება. შესაბამისობის მიზნებისთვის, შეიძლება დაგვჭირდეს თქვენი პერსონალური მონაცემების გამჟღავნება შესაბამისი ორგანოებისთვის.

    11. ცვლილებები წინამდებარე მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში

    ჩვენ მუდმივად ვავითარებთ ჩვენს მომსახურებებს, რის გამოც შეიძლება დროდადრო შევცვალოთ ან განვაახლოთ წინამდებარე მონაცემთა დაცვის პოლიტიკა. მონაცემთა დაცვის პოლიტიკის უახლესი ვერსია ყოველთვის განთავსებულია ამ გვერდზე და აღინიშნება მისი ბოლო განახლების თარიღი. საჭიროების შემთხვევაში, თქვენ ასევე მიიღებთ შეტყობინებას ვებ-საიტზე ამ დოკუმენტში შეტანილი ნებისმიერი ცვლილების შესახებ. თუმცა, ჩვენ ყოველთვის გირჩევთ რეგულარულად ეწვიოთ ამ გვერდს, რათა დარწმუნდეთ, რომ გაცნობილი ხართ განახლებული მონაცემთა დაცვის პოლიტიკის მიმდინარე ვერსიასთან.

    12. ჩვენთან კომუნიკაცია

    ნებისმიერი კითხვის ან პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ვებ-საიტის საშუალებით, შემდეგ ელ.ფოსტაზე: info@anoukibeauty.com, ან ჩვენს საკონტაქტო ნომერზე: +995 511 148 225.

    ნებისმიერი ფორმალური, წერილობითი მოთხოვნა თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ გადაეცემა ჩვენს უფლებამოსილ წარმომადგენელსრომელიც შეაფასებს და, დაკმაყოფილების შემთხვევაში, შეასრულებს თქვენს მოთხოვნას რაც შეიძლება მალე, მაგრამ არა უგვიანეს პერსონალური მონაცემების დაცვის თაობაზე მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ვადისა. 

logo