AnoukiBeauty-ს ტუშის ფორმულა უნიკალურია თავისი მდიდარი პიგმენტაციით, სუფთა ინგრედიენტებით და ხავერდოვანი ტექსტურით, რომელიც ქმნის მოცულობას, სიგრძესა და სიღრმისეულ იერს. დახვეწილი ალუმინის შეფუთვითა და ფერებით, განკუთვნილია ქალისთვის, რომელიც აფასებს ხარისხსა და ინდივიდუალიზმს.
ფერების აღწერა:
•Blue Marino - ლურჯი, რომელიც წამწამებს სძენს მოცულობას, სიგრძესა და თვალისმომჭრელ ეფექტს. მისი მსუბუქი და პიგმენტური ფორმულა გამოკვეთს თვალს და ანიჭებს მიმზიდველობას.
•Sangria - ღრმა ბორდოსფერი ტუში. უნიკალური ფორმულა თანაბრად ნაწილდება წამწამზე და ანიჭებს ინტენსიურ მოცულობას.
•Lila Velluto - მბზინავი იისფერი, რომელსაც აქვს შიმერები. ანიჭებს წამწამებს სიკაშკაშესა და მომხიბვლელობას.
•Marrone - რბილი, ხავერდოვანი ყავისფერი, იდეალურია ბუნებრივი სილამაზის ხაზგასასმელად.
•Mezza Notte - ღრმა ნაცრისფერი. სძენს წამწამებს სიღრმესა და მოცულობას. აქვს შიმერები.
•Nero Notte - კლასიკა თავის უმაღლეს ფორმაში. Nero Notte არის ღრმა შავი ფერი, რომელიც უზრუნველყოფს შეუდარებელ დრამატულობასა და დახვეწილობას.